ადიგენის მუიციპალიტეტში ბრუცელოზის შემთხვევა ადამიანებსა და ცხოველებში დაფიქსირდა. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბრუცელოზი სოფელ უდეში 2 ადამიანს დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ოჯახის პირობებში გადიან. ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის მაყვალა მეტრეველის განმარტებით მათთან 7 საეჭვო შემთხვევაზე შევიდა ინფორმაცია. მათგან ბრუცელოზი მხოლოდ ორს დაუდასტურდა. 3 კვლავ საეჭვოა, რადგან მათ თბილისში შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევა არ ჩაიტარეს, 3 მათგანს კი დაავადება არ დაუდასტურდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით , დაბა ადიგენსა და სოფელ უდეში რამდენიმე შინაურ პირუტყვს ბრუცელოზი დაუდასტურდა. აღნიშნული ზონიდან სისხლის 410 სინჯი ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ცენტრში 2 ოქტომბერს ჩააბარეს. სპეციალისტები სინჯების გამოკვლევას რამდენიმე დღეში დაამთავრებენ და დაავადებული პირუტყვის რაოდენობა სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
სპეციალისტების განმარტებით, ბრუცელოზი ზოონოზური ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. გამომწვევი მდგრადია გარემოში, ასევე საკვებ პროდუქტებში. დასნებოვნება ხდება ალიმეტური გზით ან კანის მიკროდაიზანებით. გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებში ალერგოპათიასა და კერების ფორმირებას იწვევს. დაავადება გადაიცემა ცხოველიდან ადამიანზე.
You must be logged in to post a comment.