კარტოფილის ახალი ჯიშები და სასოფლო სამეურნეო კულტურის სასარგებლო თვისებები – წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში “მოსავლის დღე” გაიმართა. ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს უმასპინძლეს და მათ კარტოფილის სხვადახვა ჯიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე შესთავაზეს დეგუსტაციაც.