”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა

adigeni.mpg_000224605   ადიგენში სტიქიისაგან მიყენებულმა  ზარალმა 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა.  როგორც  ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, სოფლის მეურნეობის კუთხით ზარალი  მილიონ 57ათას  ლარზე მეტია, ხოლო ინფრასტრუქტურის მხრივ – 35 ათას 740 ლარამდე. არსენ ბალახაშვილის განმარტებით, შედეგები  სოფლის მეურნეობისა  და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დღეს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ სტიქია ადიგენში  14 სექტემბერს დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ  ადიგენის მუნციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად,  ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალურად შექმნილი კომისია სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს  ორი მიმართულებით – სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით 2 კვირის განმავლობაში ითვლიდა.

Information

This entry was posted on 02/10/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე