ერთ დღიანი პროტესტის შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღში საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა. ბაღს არცერთი პედაგოგი დატოვებს – ეს გადაწყვეტილება აღმზრდელებს თავად ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გააცნო. ლელა ოქრომელიძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ ახალი კადრები იმ შემთხვევაში დაემატება, თუ ბაღში მესამე ჯგუფი გაიხსნება.