აგარის საბავშვო ბაღის თანამშრომლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეეცდებიან. იმის გამო, რომ ლელა ოქრომელიძე აღმზრდელებს აგარაში არ შეხვდა, პედაგოგებმა მასთან შეხვედრა თავად გადაწყვიტეს. ისინი ლელა ოქრომელიძისგან 5 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზის განმარტებას მოითხოვენ.
ამ დრომდე აქცია აგარის საბავშვო ბაღის ეზოში მიმდინარეობდა. ბაღის ყოფილი და მოქმედი პედაგოგები თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებას და მათ ადგილზე ახალი აღმზრდელების დანიშვნას აპროტესტებდნენ. აქციის წევრები აცხადებენ, რომ 5 პედაგოგი ლელა ოქრომელიძემ ახსნა–განმარტების გარეშე გაათავისუფლა, მათ ადგილზე კი “ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტები დანიშნა.
You must be logged in to post a comment.