”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აგარაში საბავშვო ბაღის პედაგოგთა გათავისუფლებას აპროტესტებენ

Untitledსოფელ აგარაში საბავშვო ბაღის აღმზრდელების გათავისუფლებას აპროტესტებენ. ამ წუთებში, დაწესებულებასთან ყოფილი მასწავლებლები იკრიბებიან. მათი თქმით, 5 პედაგოგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა, ლელა ოქრომლიძემ მიზეზის აუხსნელად სამსახურიდან გაათავისუფლა,  მათ ნაცვლად კი ,,ქართული ოცნების” აქტივისტები დანიშნა. თანამშრომელთა მტკიცებით, წინასაარჩენო პერიოდში, პედაგოგების მიმართ გათავისუფლების მუქარა ხშირად ისმოდა. გარდა ამისა, შეიცვალა აგარის საბავშვო ბაღის მენეჯერიც.

დილიდან შეკრებილი მოსახლეობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდა. თუმცა როგორც ,,მე–9 არხისათვის” გახდა ცნობილი, ლელა ოქრომელიძემ მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ვრცლად პედაგოგთა პროიტესტის შესახებ, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Information

This entry was posted on 30/09/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე