”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთში შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

    2 შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული იგორ პ. ბორჯომში დააკავეს.
   გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთვსებული. აღნიშნული წერილი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილით“ იგორ პ-მ საქართველოს ფოსტის ბორჯომის ფილიალში მიიღო.
სამართალდამცველებმა იგორ პ-ს პირადი ჩხრეკისას 0,0165 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილი“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
   გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
https://www.facebook.com/video.php?v=559045817530755&set=vb.182742568494417&type=2&theater

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე