”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ უდეში ხანძარი გაჩნდა

xnadzariii        სოფელ უდეში, ათოშვილების ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა 21 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დაბინავებული 4 ტონამდე თივა დაიწვა.

ადიგენის სახანძრო–სამაშველო სამსახურში განარტავენ, რომ მათთან შემთხვევის შესახებ ზარი 23:30 საათზე დაფიქსირდა. ორი ბრიგადა, ცეცხლის ჩასაქრობად, 4 საათის განმავლობაში მუშაობდა. ადიგენის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის, ავთანდილ ძაძამიას თქმით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის შედეგად მხოლოდ თივა დაიწვა.

ათოშვილების ოჯახში, მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა.

Information

This entry was posted on 22/09/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე