ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა. სასამართლოზე ორი მოწმე დაიკითხა. გამგეობის იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი ნინო დემეტრაძე და საქმის გამომძიებელი თემურ გურამიშვილი, რომელმაც ჩვენება სამართალწარმოების პროცედურების შესახებ მისაცა.