20 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ანთიძესთან ვარძია მოინახულა. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.