მსოფლიო 21 სექტემბერს მშვიდობის დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით კომფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და მესხ ქალთა გაერთიანების ინიციატივით ღონისძიება მოეწყო. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალციხის სამხატვრო სკოლის ახალგაზრდებმა, მშვიდობის თემატიკაზე ნახატები წარმოადგინეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყო პრეზენტაცია და ფილმის სახელწოდებით „ერთი დღე მშვიდობას“ ჩვენება.