ახალციხე ტყორცნაში საქართველოს პირველობისათვის ემზადება. ჩემპიონატი მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 21 სექტემბერს, მძლეოსნობის ოთხ სახეობაში ჩატარდება. სამცხე-ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი „მეცხრე არხთან“ განმარეტავს, რომ შეჯიმრი ბირთვის, ბადროს, შუბისა და უროს ტყორცნაში გაიმართება, სადაც მონაწილეობას სხვადსხვა რეგიონის წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის ახალციხიდან 10-ამდე სპორტსმენი იქნება.