”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ მოხეში მდებარე შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

FGG ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ მოხეში მდებარე შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს.

ტენდერი 66 807 ლარზეა გამოცხადებული. გამგეობა აღნიშნული შენობის კულტურულ დაწესებულებად გადაკეთებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მუსლიმმა მოსახლეობამ აქცია გამართა, რა დროსაც შენობის გადაცემა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, ნაგებობა მუსლიმურ სალოცავს წარმოადგენს და ეს მოთხოვნა კანონიერია. აღნიშნულმა ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობასა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება გამოიწვია. სოფელ მოხეს მკვიდრის, ნათელა რეხვიაშვილის თქმით, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, შენობა თავდაპირველად ეკლესია იყო, შემდეგ ჯამედ გადაკეთდა, ხოლო კომუნისტების დროს – კულტურის სახლად.

როგორც ადიგენის ფეისბუქის გვერდი იუწყება, ხელისუფლება შენობის გადაცემას მუსლიმ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაპირდა. თუმცა ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული შენობის იურიდიული სტატუსი კულტურის სახლია და მისთვის სხვა სტატუსის მინიჭების უფლება მას არ აქვს.
ტენდერი შენობის რეაბილიტაციაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოაცხადა.
10626644_725799457485705_4082119591659136974_n

Information

This entry was posted on 16/09/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე