ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში მოსახლეობა დატბორვის საფრთხის წინაშე დგას. ადგილობრივები აცხადებენ, რომ „ფარვანი ჰესის“ მშენებლობის შემდეგ მტკვრისა და ფარავნის შესართავთან არსებული მონაკვეთი მოსახლეობისთვის საფრთხეს შეიცავს. მას შემდეგ, რაც მდინარე ფარავანს ჰესის ამოქმედებისთვის გამოიყენებენ, წყლის დიდი ნაკადი მტკვარს დაემატება, რაც დატბორვის საშიშროებას გაზრდის.