”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში “შოთაობის” სახალხო დღესასწაულისთვის ემზადებიან

shota     20 სექტემბერს ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო–ტრადიციული დღესასწაული “შოთაობა” გაიმართება.

პოეზიის სახალხო დღესასწაული ვარძიაში 14:00 საათზე დაიწყება. დაგეგმილია ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, ასევე მოეწყობა სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა სახეობებში (ჭიდაობა, მკლავჭიდი და ქვის აზიდვა). გარდა ამისა, შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო კონცერტი.

ვარძია “შოთაობაზე” სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს.

ღონისძიებას ორგანიზებას ასპინძის მუნიციპალიტეტეტის ხელმძღვანელობა უწევს.
სახალხო დღესასწაულს საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა, თუმცა წლების განმავლობაში მისი აღნიშვნის ტრადიცია შეწყდა. 2008 წელს კი გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორის გადაწყვეტილებითა და საქართველოს პირველი ლედის სანდრა–ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით „შოთაობა“ კვლავ სახალხო–ტრადიციული დღესასწაული გახდა.

“შოთაობა” უკვე მეორე წელია ვარძიაში იმართება.  მანამდე სახალხო დღესასწაული მწერლის მშობლიურ სოფელში რუსთავში აღინიშნებოდა

Information

This entry was posted on 16/09/2014 by in ანონსი, კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე