”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურაბ ქუქჩიშვილი გარდაიცვალა

10325728_890647050961281_7949604416642208400_nსამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი ზურაბ ქუქჩიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, 14 სექტემბერს, ქალაქ თბილისში, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. როგორც “მეცხრე არხისთვის” გახდა ცნობილი, ისტორიკოსი ახალციხეში წამოსვლას გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად მას ქუჩაში გულის შეტევა დაემართა.

ზურაბ ქუქჩიშვილი 1959 წლის 16 ივნისს,  დაბა ასპინძაში დაიბადა,  მან ასპინძის საშულო სკოლა დაამთავრა.

სწავლობდა  პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში  და იყო ამავე ინსტიტუტის  ასპირანტი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

წინასწარი ინფორმაციით, ზურაბ ქუქჩიშვილს მშობლიურ კუთხეში, მესხეთში დაკრძალავენ.

Information

This entry was posted on 15/09/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე