უხვმა ნალექმა ადიგენის მუნციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა. ძლიერი სეტყვა დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დაფიქსირდა. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. კახარეთის, დიდი და პატარა სმადის, ჩორჩნის, სამყრეს, ამხერის, ლელოვნის, იმერთუბნისა და ღორძეს მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, სოფლებში სანიაღვრე არხები მოწესრიგებული რომ ყოფილიყო.
უხვმა ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, დაიტბორა სარდაფები.
სეტყვის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ინფრასტრუქტურაც. როგორც ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რამდენიმე სოფელში ჩაიხერგა მისასვლელი გზები.
ამ დროისათვის, დაზარალებულ დასახლებებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალუტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე.~
იხილეთ ფოტოკოლაჟი ადიგენის მუნიციპალიტეტიდან:


You must be logged in to post a comment.