უხვმა ნალექმა ადიგენის მუნციპალიტეტის 9 სოფელი დააზიანა. ძლიერი სეტყვა დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დაფიქსირდა. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა.