”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში შშმ ახალგაზრდებისთვის ბანაკი მოეწყო

994450_671232949640474_5140760607608348183_n     შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის ასპინძის სარაგბო ბაზაზე ბანაკი მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სპორტულ–შემოქმედებითი ფესტივალი და სოციალური კინოს დღეები გაიმართება.

მონაწილეები ბანაკში თბილისისა და სამცხე–ჯავახეთის  სხვადასხვა ცენტრიდან ეტაპობრივად ჩავლენ.  ბაზაზე მოეწყობა ახალგაზრდების ფოტომასალებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ასევე, გაიმართება ფოლკლორული ღონისძიება და კინოჩვენებები. ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ექსკურსია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ახალგაზრდების სპორტულ-შემოქმედებითი ფესტივალი და სოციალური კინოს დღეები ასპინძაში კავშირ „რეა“–ს ორგანიზებითა და საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ბანაკი 4 დღეს მოიცავს და მასში 50–მდე შეზღუდული შესაძლებელოების მქონე ახალგაზრდაა ჩართული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე