”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი დაიწყო

10536922_646954268715613_7624153860539925598_n   საქართველოს მთავრობამ, სარეზერვო ფონდიდან ვარძიის კომპლექსისათვის 570 000 ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაიწყო უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი, რომლის I ეტაპზეც მულტიდისციპლინარული კვლევები და მთელი რიგი სამუშაოებია დაგეგმილი .

პროექტის შედეგად: შემუშავდება ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებათა და ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკები; მოხდება საკონსერვაციო საჭიროებების პირველადი შეფასება;

კონკრეტული გადარჩენითი ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის მასების ფერდობებზე ჩამოდინება და შესაბამისად მოხდება ქვათაცვენის რისკების შემცირება;

კონკრეტული რისკების მოხსნით (კლდის 2 ლოდის გამაგრება) აღმოიფხვრება კომპლექსის ფრაგმენტის განადგურების საშიშროება და უზრუნველყოფილი იქნება ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება;

კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობას და კოორდინირებას გაუწევს პროფესორი კლაუდიო მარგოტინი, იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი; მისივე კოორდინირებით მოხდება დარგობრივი საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა – შემდეგი სამუშაოებისათვის:

  • ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკის შედგენა;
  • ვარძიის კლდის ცაკლეული (შერჩეული) უბნების გადარჩენითი გადაუდებელი ჩარევების განხორცილების მეთოდოლოგიური კონსულტაციები და ქართველ სპეციალისტებთან ერთად შესაბამისი ფიზიკური სამუშაოების განხორციელება (კლდის 2 ლოდის გადაუდებებლი კონსოლიდაცია);
  • ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში დაინსტალირებული ინტეფერომეტრიული რადარის მონაცემების დამუშავებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ქართველი სპეციალისტებისათვის სატრეინინგო კურსის განხორციელება;
  • ქართველი სპეციალისტებისათვის კლდის გამაგრების საერთაშორისოდ დანერგილი მეთოდოლოგიის სატრეინინგო კურსის განხორცილება;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვარძიის ინფრასტრუქტურის მოწყობა და კომპლექსის დაზიანებული წყალამრიდი არხებისა თუ დამცავი კედლების რეაბილიტაცია.

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე ვიზიტორების უსაფრთხოების დასაცავად, ასევე ძეგლის მთლიანობის შეანარჩუნებლად მოხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის: სავალი ბილიკების, კარიბჭის, ღობეების, მოაჯირების, კიბეებისა და კომპლექსის განათების მოწესრიგება;

სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტები, რაც  მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს.

Information

This entry was posted on 11/09/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე