ბიბლიოთეკა, სპეციალურად მოწყობილი კუთხე ბავშვებისათვის, ინტერნეტ მომსახურება ვიზიტორთათვის და საკონფერენციო-ასე გამოიყურება სამცხე-ჯავახეთის პირველი ქალთა ოთახი, რომელიც 9 სექტემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ გამგეობის შენობაში განთავსდა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავა.