სოფელ ღრელში გოხაძეების საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოინგრა. შემთხვევა დღეს, 14:00 საათზე მოხდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო. მათივე თქმით, შესაძლებელი იყო ნგრევას რომელიმე მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დროისათვის, ადგილზე მობილიზებულია ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ღრელში იმყოფება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა მელიქიძე.
დაზარალებული ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვს.
You must be logged in to post a comment.