ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. შპს. ინტერგაზმა ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი სოფელ ნაოხრებიდან დაიწყო. მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ინტერგაზის ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე ადგილზე გაეცნენ.