”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბექა სირბილაძე ადიგენში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეთა გვარებს ასახელებს

Untitled   ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში ტრაგიკულად გარდაცვლილი 3 ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს. მათი დაკრძალვის ხარჯები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაიღო. შემთხვევისას ერთერთი გადარჩენილი  ტელეკომპანია “იმედთან” მკვლელობის ღამეს იხსენებს. ბექა სირბილაძე ამბობს, რომ დავით კუბლაშვილის მიერ ნასროლი ტყვია პირველად მას მოხვდა. მისივე თქმით, შემთხვევის დროს ბრალდებული მარტო არ იყო. მას თან საკუთარ შვილი და ყარათუბნის სკოლის დირექტორი როინ კირთაძეც ახლდა. გადარჩენილი ახალგაზრდის მტკიცებით, შელაპარაკება მამა-შვილსა და დანარჩენ ახალგაზრდებს შორის მოხდა, რის შემდეგაც კუბლაშვილი სახლში დაბრუნდა და მათ მოსაკლავად იარაღი აიღო. სირბილაძის თქმით მამა–შვილი საკუთარი ავტომობილით როინ კირთაძემ წამოიყვანა. 

“გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა მარჯვენა მხრიდან დათო კუბლაშვლი და დაგვიწყო სროლა. პირველი მე მომხვდა ტყვია, დავეცი, მერე ვაჟიას, ჩემ ძმას და ჩემმა ძმამ დაიძახა: ნუ გვესვრიო, არ გინდათო და არ გაჩერდა. მერე მოვიდა წიხლებს გვირტყამდა, რომელი ხართ მკვდარიო. მე ჩაბრუნებული ვიყავი, ვსუნთქავდი. აიღო თოფი და შორიახლოდან მესროლა. ესეც მოკვდაო. ამაწევინა მერე თავი, მკვდარიაო და მიწაზე დამარყმევინა თავი” – იხსენებს ბექა სირბილაძე. 

მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი გადარჩენილი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში მონაწილეებად სამ პირს ასახელებს, სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთი მათგანი დავით კუბლაშვილი დააკავეს. რაც შეეხება მირზა კუბლაშვილსა და როინ კირთაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისინი მხოლოდ დაიკითხნენ. 

საზარელი მკვლელობა ადიგენში მარიამობის ღამეს, 28 აგვისტოს  მოხდა.  შელაპარაკების ნიადაგზე 44 წლის მამაკაცმა ოთხი  თანასოფლელი სასიკვდილოდ გაიმეტა, მათგან ერთი კი შემთხვევით გადარჩა. 

Information

This entry was posted on 04/09/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე