”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Sss.avi_000003520სოფელ ყარათუბანში,  სამი ახალგაზრდის მკვლეობაში ბრალდებულს,  აღმკვეთი ღონისძიებით,  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 დავით კუბლაშვილის სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში,  დილის ცხრა საათზე დაიწყო.

 ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ ბალაბანაშვილის განმარტებით,  მომდევნო სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

 შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში  მკვლელობა 28 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ბრალდებულის შვილთან შელპარაკება ტრაგედიით დასრულდა.

 სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე,  დავით კუბლაშვილმა  სანადირო თოფით მოკლა.

 დაჭრილი ბექა სირბილაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “უნიმედი სამცხეს” ახალციხის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

Information

This entry was posted on 31/08/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე