სამი ახალგაზრდის მკვლელობასა და ერთი მათგანის დაჭრაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის სამართალდამცველები იცავენ. სოფელ ყარათუბნის მაცხოვრებლები დაკავებულისა და მისი შვილის გადაცემას და ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ. ამიტომ, მოსალოდნლი შედეგების თავიდან აცილების მიზნით დავით კუბლაშვილის სახლის დაცვა აუცილებელი გახდა. მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებმა კი სოფელი 28 აგვისტოს, გვიან ღამითვე დატოვეს.