”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1970 წელს დაბადებული დავით კუბლაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენისმუნიციპალიტეტში, სოფელ გორგულის ხიდთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე მფლობელობაში არსებული სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ვაჟა ნ-ს, 1994 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს, 1989 წელს დაბადებულ ბორის ს-ს და დაჭრა 1992 წელს დაბადებული ბექა სირბილაძე.

ვაჟა ნ, გიორგი ს. და ბორის ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. ბექა სირბილაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

Information

This entry was posted on 29/08/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე