ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. 15 ივნისის წინასაარჩევნო კამპანიისას სხვადასხვა შენობებზე, მოსაცდელებსა და ღობეებზე გაკრული პლაკატები დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს და აღნიშული ადგილები დაასუფთავეს. აქციაში ჩართულმა ქალაქის მერმა საკუთარი გამოსახულებიანი საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა რუსთაველის ქუჩიდან დაიწყო.