,,ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ 25 ივლისიდან, როდესაც ქეთევან ხმალაძემ მუშობა ახალციხის მერიაში დაიწყო, მის მაგივრად ორგანიზაციას მისი მეუღლე გოჩა შენგელია მართავდა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კვლავ ხმალაძეა გაფორმებული. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ქეთევან ხმალაძე კანონმდებლობას არღვევს, რადგან საჯარო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთდოულად არის დასაქმებული.