”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

პირველი ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 100 წვევანდელი გავიდა. ისინი ჯარში   ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 23 აგვისტოს ახალციხის ადმინისტრაციული შენობიდან გააცილეს. ახალგაზრდებმა დედაქალაში ბოლო სამედიცინო შემოწმება უკვე  გაიარეს და სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულებას შეუდგნენ. როგორც მეცხრე არხთან სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევების სამსახურის უფროსი გია კაპანაძე აცხადებს წვევანდელები თავდაცვის სამინისტროს შენაერთებში ჩაირიცხებიან. როდის იგეგმება შემდეგი გაწვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში და კიდევ რამდენი წვევანდელი შეუდგება სამხედრო სამსახურის შესრულებას ეს ჯერ უცნობია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე