შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს სამცხე-ჯავახეთში მომუშავე მედიკოსებისათვის, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოციუალური მომსახურების სააგენტოსა და რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ექიმებს სამინისტროს ახალი რეგულაცია რეცეპტის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ახალი რეფორმები განიხილეს