“კაზანტიპზე” ცოდვის ქადაგება ხდება”-მეუფე თეოდორე
როგორც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ ზუგდიდში ივერიის ღვთიმშობლის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, ეკლესია გართობის და ფესტივალების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ის რაც “კაზანტიპზე” ხდება, ცოდვის ღია ქადაგებაა.
“ჩვენთან საპატრიარქოში რამდენიმე დღის წინ იყვნენ ჩამოსულები მამაოები ყირიმიდან და მათ როდესაც გაიგეს, რომ საქართველოში “კაზანტიპი” ტარდება, ძალიან შეწუხდნენ. სასულიერო პირები გვიყვებოდნენ, თუ რა აღვირახსინლობას ჰქონდა ადგილი ყირიმში “კაზანტიპზე”, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე თეოდორემ.
წირვას, რომელიც ზუგდიდში ჩატარდა სინოდის 9 წევრი, ასევე სასულიერო პირები და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩასული მრევლი ესწრებოდა.
ფესტივალი “კაზანტიპი” 20 აგვისტოს , 21:00 საათზე გაიხსება და 30 აგვისტოს დაიხურება.
გაუზიარე ეს მასალა სხვებს:
You must be logged in to post a comment.