ასპინძის მუნიციპალიტეტში ისტორიულ კომპლექსს დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ესტუმრა და ადგილზე საერთაშორისო ექსპედიციის, მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და ვარძიის მხატვრობის კვლევის პროექტის დასკვნით – 2015 წლის პროგრამის დეტალებს გაეცნო. ნიკა ანთიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა რომ ვარძიის გადარჩენის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს კომპლექსის კლდის გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება და წყალგადამყვანი სისტემის აღდგენა მოხდება. ვარძისს მხატვრობის კვლევის პროექტი უკვე სამი წელია ხორციელდება.