არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ ოთხმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი „მეცხრე არხთან“ აცხადებენ, რომ არ უნდათ ხელმძღვანელობის ბინძურ საქმეებში გაერიონ. ორგანიზაციის ერთ–ერთი წევრის ზაზა სუდაძის მტკიცებით, მათი ყოფილი ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე დაპირებული მომსახურების სანაცვლოდ მოსახლეობისგან თანხებს იღებდა, თუმცა მათთვის არაფერს აკეთებდა. დაზარალებული მოსახლეობა კი პასუხს მათგან ითხოვს, რადგან ქეთევან ხმალაძე სამუშაოდ საჯარო სამსახურში გადავიდა. გარდა ამისა ზაზა სუდაძე იმასაც ამბობს, რომ ყოფილი ხელმძღვანელი გარკვეულ პიროვნებებს დასაქმებასაც პირდებოდა.