”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნადირობის სეზონი გაიხსნა

19928229ESw   გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს და საქართველოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.

მსურველებს 15 თებერვლამდე შეუძლიათ მოინადირონ შემდეგი სახეობები: ჩიბუხა, მწყერი , ქედანი, გარეული მტრედი , გულიო/გვიძინი  და ჩვეულებრივი გვრიტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

Information

This entry was posted on 17/08/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე