„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის ორგანიზაციამ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ნინო ბურჯანაძის გათავისუფლება მოითხოვა . ამასთან დაკავშირებით ისინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვანია, რომ მიმდინარე წლის 6 მაისს შემდგარი ყრილობა არალეგიტიმურია, რადგან საქართველოს მასშტაბით მას „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ათამდე წევრი ესწრებოდა. შესაბამისად, ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდიომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევა არაკანონიერი გარიგების შედეგად მოხდა.
„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ უფლებამოსილი აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ ერთხელ ურჩევს ნინო ბურჯანაძეს, შეეშვას ნაციონალებთან ასოცირებული ზოგიერთი „ვაიხელმძღვანელის“ გათეთრების მცდელობას, გაემიჯნოს მათ და ნებაყოფლობით დატოვოს „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ არალეგიტიმურად დაკავებული თავმჯდომარის პოსტი“ – ნათქვამიაპარტიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ „ზოგიერთი ვაიხელმძღვანელის არაკანონიერი მოქმედებები“ და ბურჯანაძის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების ფაქტი ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 15 აგვისტოს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეკრებაზე გააპროტესტეს.
„ნინო ბურჯანაძისა და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ზოგიერთი „ვაიხელმძღვანელის“ არაკანონიერ მოქმედებებს ეს დღეები კიდევ ერთხელ ადასტურებს და ააშკარავებს. კერძოდ, 7 აგვისტოს ნინო ბურჯანაძისა და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ზოგიერთი „ვაიხელმძღვანელის“ მოქმედებები იმერეთის 12 რაიონიანი რეგიონიდან 10 რაიონის თავმჯდომარემ ადგილობრივ აქტივებთან ერთად ქუთაისში გამართულ შეკრებაზე გააპროტესტა. 8 აგვისტოს ანალოგიურად მოიქცა სამეგრელო ზემო სვანეთისა და გურიის რაიონების თავმჯდომარების უმრავლესობა ადგილობივ აქტივებთან ერთად ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე. 14 აგვისტოს ასეთივე პროტესტი გამოხატა „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ქვემო ქართლის შვიდივე რაიონის თავმჯდომარემ ადგილობრივ აქტივებთან ერთად“ – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, ისიც რომ მედიით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინო ბურჯანაძისა და პარტიის ზოგიერთი ლიდერის საწინააღმდეგო პოზიციებს „ქრისტიან–დემოკატიული მოძრაობის მცირე ნაწილი აფიქსირებს, მაშინ როდესაც მათ ქმედებებს პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა აპროტესტებს.
You must be logged in to post a comment.