ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ერთ–ერთის თანახმად, 15 423 ლარი, რომელიც მთავრობის განკარგულების საფუძველზე უკვე გამოიყო, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, აღნიშნული თანხა მუსხისა და ღრელის გზების შეკეთებაზე დაიხარჯება.