მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ადგილობრივ მაყურებელს ერთი თვით დაემშვიდობა. თეატრალური სეზონი რიგით მეხუთე პრემიერით დაიხურა. ჟან ანუის “ანტიგონეს” მიხედვით შექმნილი ერთმოქმედებიანი ტრაგედია – ,,პოლინიკე, ანტიგონე, კრეონტი და ჯალათი” რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დადგა. სპექტალკში თეატრის ადგილობრივი და მოწვეული მსახიობები მონაწილეობდნენ.