ახალციხეში აფხაზეთის ომის დროს გარდაცვლილი მეომრები გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მემორიალთან აფხაზეთის ომის დროს გარდაცვლილ გმირთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადა.