”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადვოკატთა ასოციაცია ნუგზარ სამარჯიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება

nugzari samarjishvili.avi_000007440             ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ადვოკატთა კორპუსის დევნით რომ გააგრძელებდა თავის საქმიანობას , რამოდენიმე დღის წინ ვიწინასწარმეტყველე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯომარემ. 2014 წლის 03 აგვისტოს, ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი დაკავებული იქნა ახალციხეში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე – ჯავახეთის მთავარი სამმამრთველოს უფროსის მოადგილე მერაბ წურწუმიას მითითებით, თითქოსდა სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მიმართ ბოროტი დაუმორჩილებლობის საბაბით. ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ტელეფონით იღებდა ახალციხის საპატრულო პოლიციის მუშაკების მხრიდან მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტს რა დროსაც, მერაბ წურწუმიამ ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილს წაართვა მობილური ტელეფონი წაშალა გადაღებული კადერები და გასცა ადვოკატის დაკავების ბრძანება.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი გაამართლა და მის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება, ნუგზრ სამარჯიშვილის ქმედებაში დარღვევის არარსებობის გამო. ზემოთხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი უკანონოდ იქნა დაკავებული მერაბ წურწუმიას მითითებით.
ჩვენ გავიგეთ ადვოკატთა კორპუსის კიდევ ერთი მტერის, მერაბ წურწუმიას შესახებ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გაიგოს მერაბ წურწუმიას შესახებ, რომელსაც უნდა მიეკეროს სამოქალაქო საზოგადოების მტერის იარლიყი . დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ დაურეკავს მერაბ წურწუმიას, შეაქებს გამოჩენილი მამაცობისთვის, საქართველოს უახლეს ისტორიას უნახავს უამრავი მერაბ წურწუმიები რომელბიც საპატიმრო დაწესებულებებში ამთავრებენ თავის მოღვაწეობას.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება (ვახსენებ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას იმიტომ, რომ ნამდვილი მმართველი საქართველოსი ჩემი აზრით არის ბიძინა ივანიშვილი) მოსვლის დღიდან ვერ იტანს თავისუფალ პროფესიებს იგი ცდილობდა ყოველთვის ჟურნალისტები დაეტუქსა, მიეცა მითითებები და ა.შ ვინაიდან ადვოკატებს ვერ ტუქსავდა ქვეყანაში ამოქმედდა ადვოკატის დაშინების ინსტიტუტები. ადვოკატი, რომელიც ოდნავ მაინც მიუღებელია ხელისუფლებისთვის ხდება მათგან დევნის ობიექტი. შეიძლება ვინმე შემედაოს და სუბიექტუროაბაში დამდოს ბრალი, მაგრამ როდესაც ადვოკატ რომეო საჯაიას იბარებენ პროკურატურაში და სცემს პროკურორი ბაჩიაშვილი. როდესაც ლტოლვილ ადვოკატს, მარავალშვილიან დედას, ნონა კირთაძეს გორის სასამართლოში თავს ესხმის ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა ბერძენიშვილი, როდესაც ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს აფურთხებს ირაკლი კაკაბაძე სასამართლო შენობაში, როდესაც ადვოკატ გოგა ონიანს აყენებენ შეურაცხყოფას, უკანონოდ უჩხრეკავენ სახლს, როდესც ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საუბარს იწერს პრემიერ–მინისტირს ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი და ამ ჩანაწერებს გადასცემს მესამე მხარეს, მიუხედავად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოთხოვნისა არცერთ საქმეზე არ ხდება დამნაშავის დასჯა აღნიშნული ფატები მიუთითებენ ადვოკატთა კორპუსის დევნაზე ხელისუფლების მხრიდან .
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვითხოვ საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ უმკაცრესად დაისაჯოს მერაბ წურწუმია, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაცია დაიწყებს საპროტესტო ღონისძიებების განხორციელებას რაც კარგი არ იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე