საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა მონაწილეობა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებში მიიღეს. 8 აგვისტოს მათ რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად, სოფელ დაბაში, ტყის აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები მოინახულეს. ამ დროისთვის, უკვე დარგულია 17.500 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ნერგი. 60 ჰა ფართობზე გაწმენდითი და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.