ახალციხის თვითმმართველი თემის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება კონსერვატორები“ შეიქმნა. მის თავმჯდომარედ ართუნ აგაბაბიანი დაინიშნა, ხოლო წევრები ალექსი ლაბაძე და ვასილ სისვაძე არიან. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას დეპუტატები 8 აგვისტოს, საკრებულოს რიგით 4–ე სხდომაზე გაეცნენ. დღესვე საკრებულოს 13–მა თანამდებობის პირმა უფლებამოსილების 300 ლარიანი ხარჯის აღებაზე საკუთარი ნებით უარი განაცხადა. საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, 5 კომისიისა და 6 ფრაქციის ხელმზღვანელი პირები უფლება–მოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ანაზღაურებას აღარ მიიღებენ.