”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

10580187_615535731900685_3759328665524972777_n      დაბა ადიგენში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს. რუსეთ– საქართველოს დაპირისპირების დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ლობჯანიძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

რუსეთ- საქართველოს ომში ადიგენის მუნიციპალიტეტიდა სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – ალიკა (არტემ) ბალახაშვილი, ალექსანდრე ზაზაშვილი და დევი ჩადუნელი, რომელთა ოჯახებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით 300-300 ლარი გადაეცემათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე