პიესის გმირები ერთ–ერთი სადგურის მაცხოვრებლები არიან. ისინი ერთად სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ. ყოფილი დირიჟორი, რომელიც ციხიდან ახალი გამოსულია, ძველი მასხარა, რომელსაც გაწვრთნილი დათვი გარდაეცვალა, სადგურის უფროსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ამავე სადგურზე გაატარა და ლოთი ქალი იძულებულნი არიან თავი მატარებლებიდან ნასროლი საჭმლით გაიტანონ. კომედიისთვის დამახასიათებელი იუმორისა და ღიმილისმომგვრელი დიალოგების პარალელურად, სპექტაკლი მაყურებელს არაერთ ცხოვრებისეულ საკითხზე მიანიშნებს.