”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მანუჩარ გოგოლაური: ,, ,,ბრძანება არ მინახავს, იმიტომ, რომ არ მაინტერესებდა, ჩემთვის მთავრი იყო მემუშავა “

      besoiiiiiiiiiiiiii.avi_000123080    ,,ბრძანება არ მინახავს, იმიტომ, რომ არ მაინტერესებდა, ჩემთვის მთავრი იყო მემუშავა და საქმე მეკეთებინა“ ასე განაცხადა 7 აგვისტოს მანუჩარ გოგოლაურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას. იგი სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მოწმე იყო. გამგეობის ყოფილი თანამშრომლის, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის მთავრი სპეციალისტის თქმით, იმ ფაქტის შესახებ, რომ  თანამდებობაზე ყოფნის ვადა უმთავრდებოდა, მას ადმინისტრაციის უფროსმა, მაკა სამსონიძემ შეატყობინა. მოგვიანებით კი მან კვლავ თანამშრომლებისგან გაიგო, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა. ,,არ ვიცი როგორ იწერება ბრძანება, მართლა არ დავინტერესებულვარ, იმიტომ რომ ეგ სუფთა შიდა ადმინისტრაციული საკითხი იყო“– განაცხადა დაკითხვისას გოგოლაურმა.

დაცვის მხარის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გამგებელს რაიმე ინტერესი, რომ მანუჩარ გოგოლაური პოსტზე დარჩენილიყო, მოწმემ ასე უპასუხა: ,,გამგეობაში, იმ პოსტზე დღემდე ჩემზე კომპეტენტური პირი არ არის“.

დღევანდელ სხდომაზე საქმეში ოთარ სანდოძის ნაცვალად, კვლავ პროკურორი მამუკა ქომოშვილი ჩაერთო. ბრალდების მხარემ მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა, პროკურორის თქმით, დასაკითხად დარჩენილია 5 პიროვნება. დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ  მოწმეების წარმოუდგენლობა და პროკურორების ცვლა, პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბლიაძეს ბრალი მიმდინარე წლის 24 მარტს წაუყენეს. სსკ-ის 341-ე მუხლის მიხედვით მას ბრალად სამსახურეობრივი სიყალბე ედება. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ გამგებელს გირაო სახით 4,000 ლარი შეუფარდა და უფლებამოსილება შეუჩერა.

Information

This entry was posted on 07/08/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე