ტყის მდგრადი მართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები– ამ საკითხებზე სამცხე– ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სემინარი გაიმართა. მასში მონაწილეობა 6 –ვე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, სატყეო სააგენტოებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლება მიიღეს. შეხვედრის ძირითად მიზანს რეგიონში დაინტერესებული მხარეებისათვის ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის გაცნობა წარმოადგენდა.