სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს გრან–პრის მოპოვება მიულოცა. ამასთან დაკავშირებით დღეს თერტალურ დასს მხარისა და ახალციხის პირველი პირები შეხვდნენ. მესხეთის თეატრმა წარმატება 18 ივლისს ქ. გორში გამართულ „კომედიის თეატრალური ფესტივალ“-ზე მოიპოვა. საუკეთესო სპექტაკლისათვის სახელწოდებით, ,,მე მინდა კნეინა გავხდე“ დასმა გრან–პრი აიღო.