ახალციხეში პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. მწერალმა ადგილობრივებს საკუთარი შემოქმედება გააცნო. ღონისძიება ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში შედგა და მას ლიტერატურის მოყვარულები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.