”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს გირაო 4 000 ლარის ოდენობით შეეფარდა

37 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულ ახალციხელ პიროვნებას  რაიონულმა სასართლომ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, 4 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.  მას თანხის გადასახდელად 48 საათი აქვს. გირაოს გადახდის შემთხვევაში იგი საპატიმროდან დაუყონებლივ გათავისუფლდება. მიუხედავად ამისა, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული გამოძიებასთან გირაოს გარეშეც ითანამშრომლებდა. თუმცა მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე