”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს გირაო 4 000 ლარის ოდენობით შეეფარდა

sasamarto   37 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულ ბესიკ ხ.–ს ახალციხის რაიონულმა სასართლომ გირაო 4 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.  მას თანხის გადასახდელად 48 საათი აქვს. გირაოს გადახდის შემთხვევაში იგი საპატიმროდან დაუყონებლივ გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხ.–მ სიტყვიერი შელაპარაკებისას ადგილობრივი მკვიდრი დავით ხ. დაჭრა. მას გულის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული სამსართალდამცველებმა შემთხვევიდან დაახლოებით, 15 წუთში დააკავეს. მას დაკავებისას ბრალი საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი სსკ–ის 120–ე მუხლით  წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.   ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე